“ახალგაზრდები სოფლის განვითარებისთვის” პროექტის ფარგლებში გამოცხადებული მცირე საგრანტო კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებული ინიციატივა- „ღია კინოთეატრი ზინობიანში“ .
პირველი კინოჩვენება ზინობიანის კულტურის სივრცეში 21 ოქტომბერს გაიმართა.
აღნიშნული პროექტი ზინობიანის მკვიდრის და უდიური თემის ახალგაზრდა წარმომადგენლის, ანი ფოლადაშვილის აქტიურობით და მოწადინებით ხორციელდება. ანის მოპოვებული გრანტის პირობებში მოხდა პროექტორის შეძენა ზინობიანის კულტურის სივრცისთვის.
საპროექტო განაცხადის დაწერისას მას კონსულტაციას უწევდა სივრცის მენეჯერი და ორგანიზაცია ,,საქართველოს უდიების” თანადმფუძნებელი – ანა აივაზაშვილი.